“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” ახალი სეზონით ბრუნდება  - პროექტის მთავარი მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ახალი სეზონი Youtube-ზე გრძელდება. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გადაცემა ახალი რესპონდენტებითა და აქტუალური პერსონებით ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაცემის მიზანი უცვლელი რჩება - მაყურებლებს გააცნოს იმ ადამიანების შეხედულებები, მსოფლმხედველობა და ინტერესები, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას განსაზღვრავენ; ხელი შეუწყოს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღებას და კარგად ნაცნობი ადამიანების უცნობი პერსონების აღმოჩენას.

„არ გაჩერდეს“ რუბრიკის ფარგლებში კი რესპონდენტები იმ მთავარ მამოტივირებელ ფაქტორებზე ისაუბრებენ, რომლებიც მათ არგაჩერებისკენ უბიძგებს.

ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 21:00 საათზე დაიდება.

„გადაცემის პირველი სტუმარი ჟურნალისტი და მთარგმნელი, თეა გვასალია იქნება.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი -„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და თვალი ადევნეთ სიახლეებს“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის