მიხეილ ყაველაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები, "მეხუთე კოლონა" რადიკალური ოპოზიცია და საელჩოები პირდაპირ გადაბმული არიან - საელჩოები პირდაპირ საარჩევნო კამპანიას ატარებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, "მეხუთე კოლონა" რადიკალური ოპოზიცია და საელჩოები პირდაპირ გადაბმული არიან - სამწუხაროა, რომ საელჩოები პირდაპირ საარჩევნო კამპანიას ატარებენ! , - ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

ამავე კონტექსტში ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, ელჩების ქვეყნის შიდა საქმეებში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევა მიუღებელი უნდა იყოს.

"პაველ ჰერაჩინკის გამონათქვამები "ქართული ოცნების" ბილბორდების თაობაზე საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. ასევე, ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს "ქარდები" და ელჩის გამონათქვამები. "ხალხის ძალა" საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და თავად ელჩები ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში.

მთელი ეს პროცესი მარტივი გასაშიფრია. ფუნდამენტურია, რომ სუვერენულ ქვეყანაში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, ნებისმიერი საელჩო ნეიტრალური უნდა იყოს. ჩვენ რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევენ და ასე პირდაპირ ერევიან!

მარტივი ჭეშმარიტებაა, თავი უნდა შეიკავონ და საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა, მათთვის სასარგებლო ხელისუფლება აირჩიონ. როცა ყველაფერი იყიდება ისე, რომ ჩამორჩენილი ქვეყანა ხარ, არაფერი გეკითხება, აწყობ შანტაჟს და სპეკუციებს, ეს წარმოუდგენელია და არავის ეპატიება! ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ!", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა