მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტზე - ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, როცა ოპოზიციას იბარებ და პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე ელაპარაკები - ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი

რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ორხელისუფლებიანობის პირდაპირი მანიშნებელია - ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, როცა ოპოზიციას იბარებ და პრემიერ - მინისტრის დანიშვნაზე ელაპარაკები! პირდაპირ ვამბობ, ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი! , - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილი იმასაც ამბობს, რომ "ზურაბიშვილმა საკუთარი ქმედებებით იმ ადამიანებს ჩააფურთხა სულში", ვინც მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა და პრეზიდენტად აირჩია.

"წელიწადნახევრის წინ დავიწყე სალომე ზურაბიშვილის მხილება, რომ ოპოზიციის ლიდერი ის გახდებოდა და ოპოზიცია მის ქვეშ გაერთიანდებოდა. ზურაბიშვილი 100 პროცენტით დავალების შემსრულებელია. მათი პატრონებიდან ჟონავს ინფორმაცია, თუ როგორ ავალებენ პროცესებს, რაც იგეგმება.

კონსტიტუციით ის ზეპარტიული პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო - მიპასუხეთ, არღვევს თუ არა ის კონსტიტუციას?! მისი ეს ქმედებები ზეპარტიულობაა?!

თუ ის განაწყენებულია და ხედავს, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა, გადამდგარიყო და ოპოზიციას ჩასდგომოდა სათავეში! რატომ მისცა თავს უფლება, რომ კონსტიტუცია დაერღვია და ამდენი ადამიანი მოეტყუებინა?!

პირდაპირ ვამბობ, ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი! მას დაწყებული აქვს იმ დავალების შესრულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - რასაც ის ახორციელებს, არის სახელმწიფო გადატრიალების და ორხელისუფლებიანობის დამყარების მცდელობა.

მთავრობის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით წასვლა და სხვადასხვა ლიდერებთან შეხვედრაც ამ გეგმის ნაწილია", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი