პრეზიდენტი - დამარცხება გაყალბების, რომელიც ყველა მხრიდან მზადდება და ძალიან კარგად ვხედავთ, არის მობილიზაცია - ჩვენი ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე

დამარცხება გაყალბების, რომელიც ყველა მხრიდან მზადდება და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ, არის მობილიზაცია, ყველას მისვლა არჩევნებზე , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველანი უნდა მოემზადოთ იმისათვის, რომ ხმები იყოს დაცული“.

„თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია თავის ხმაზე, რომ მივიდეს [არჩევნებზე]. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ახლობელი უცხოეთში, ვერ ჩაეწერა, არ ჩაწერეს ან ამოიღეს სიიდან, თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენი ხმა დაიცვათ ორმაგად. დაცვისთვის საჭიროა დამკვირვებლები. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ.

მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ და თქვენ უთუოდ იქნებით თქვენი ხმების ძალიან კარგი დამცველები. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის - ეს ორგანიზაცია არის „ჩემი ხმა“. თქვენ ყველამ უნდა იგრძნოთ პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია დამკვირვებლობა, რაც არის ჩვენი ყველას გამხნევება არჩევნების დღეს.

რაც მთავარია - მობილიზაცია, მისვლა არჩევნებზე. არაერთხელ მითქვამს და ბევრჯერ კიდევ გავიმეორებ, რომ დამარცხება გაყალბების, რომელიც ყველა მხრიდან მზადდება და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ, არის მობილიზაცია, ყველას მისვლა არჩევნებზე. ჩვენი, ყველასი ვალდებულებაა, რომ მივიდეთ არჩევნებზე და არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი. ეს ჩვენს ხელშია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო