სალომე ზურაბიშვილი - საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არჩევნების დღეს დიასპორისთვის არ შეიქმნას პრობლემა - ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება

19 დღე გვრჩება არჩევნებამდე. ასეთი გადამწყვეტი მომენტი შეიძლება არ ჰქონია ამ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში ახლო ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. პრეზიდენტმა ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულოები მათთვის შეფერხებების მოწყობაში დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად დიასპორამ შეძლო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

პრეზიდენტმა უწყებებს საზღვარგარეთ არჩევნების უპრობლემოდ ჩატარების პასუხისმგებლობაზე მიუთითა და გააფრთხილა.

“მე მინდა, პირველ რიგში თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩვენს დიასპორას, რომელიც ძალიან გააქტიურდა ამ ბოლო დღეებში რეგისტრაციაზე. ყველა უწყება, ცესკო, საგარეო, საკონსულოები - ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო, მაგრამ მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო დიდი რაოდენობით.

ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა, ვინც არიან დარეგისტრირებული, შეძლონ ხმის მიცემა იმ პერიოდში და იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი