ნინო ლომჯარია - 26 სექტემბრის შემდგომ საკონსულო აღრიცხვაზე 22 000 მოქალაქე დადგა

26 სექტემბრის შემდგომ საკონსულო აღრიცხვაზე 22 000 მოქალაქე დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ყოფილმა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს.

ლომჯარიას თქმით, მხოლოდ დღეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგა 4500-ზე მეტი პირი.

ინფორმაციისთვის, დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე დიასპორაზე ისაუბრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში დიასპორა ძალიან გააქტიურდა. ზურაბიშვილის განცხადებით, „ყველა უწყება, ცესკო, საგარეო, საკონსულოები - ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო, მაგრამ დიასპორამ მაინც შეძლო, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო დიდი რაოდენობით”.

პრეზიდენტმა უწყებებს საზღვარგარეთ არჩევნების უპრობლემოდ ჩატარების პასუხისმგებლობაზე მიუთითა და გააფრთხილა.

„ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა, ვინც არიან დარეგისტრირებული, შეძლონ ხმის მიცემა იმ პერიოდში და იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება!“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი