ზურაბ ბატიაშვილი - დღეს ისეთ მდგომარეობაშია ახლო აღმოსავლეთი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ასეთი დაძაბული სიტუაცია ბოლო 30 წელიწადში  ჯერ არ ყოფილა

დღეს ისეთ მდგომარეობაშია ახლო აღმოსავლეთი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლო 30 წელიწადში ასეთი დაძაბული სიტუაცია ჯერ არ ყოფილა , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელი არის ისრაელის საპასუხო დარტყმა, რომელიც აუცილებლად იქნება, უბრალოდ, როგორც ბატიაშვილმა განმარტა, ჯერ არ არის განსაზღვრული ამ საპასუხო დარტყმის მასშტაბები.

“საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც აგრესიას იწყებს. ცალსახად, აგრესორია ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“. მას მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი - წინ იფარებს ქალებსა და ბავშვებს და თვითონ იმალება გვირაბებში. ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერი გაანადგურა თეირანში 31 ივლისს, როდესაც ფიზიკური ლიკვიდაცია მოახდინეს, რასაც, სხვათა შორის, ირანის მხრიდან განცხადებები არ მოჰყოლია. ისრაელმა ჩათვალა, რომ კარგი სიტუაცია იყო იმისთვის, რათა გაეგრძელებინა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა და სამი კვირის წინ პეიჯერების აფეთქების ტალღა იყო, რასაც მოჰყვა „ჰეზბოლას“ უშუალო ხელმძღვანელების ზედა რგოლის განადგურება.

რეალურად ახლა, ისრაელი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის - ღაზას სექტორი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, ლიბანი, სირია, ერაყი, იემენი და ირანი, რომელიც ყველაზე დიდი ინტრიგის შემცველი არის იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, უპრეცედენტო, თავისი რაოდენობით თუ ავიღებთ, რადგან ასეთი თავდასხმა არ ყოფილა ისრაელზე არასდროს. ახლა, მოსალოდნელი არის ისრაელის საპასუხო დარტყმა, რომელიც აუცილებლად იქნება. უბრალოდ, ახლა ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რა ზომის იქნება ეს საპასუხო თავდასხმა. ეს დიდწილად დამოკიდებულია ისრაელ-ამერიკის მოლაპარაკებაზე, რა შედეგს გამოიღებს. იმისთვის, რომ ისრაელმა შეძლოს ირანისთვის დიდი ზიანის მიყენება, საჭიროა სამხედრო დახმარება და თანადგომა შეერთებული შტატებიდან. ის სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ისრაელს გააჩნია და ამერიკული წარმოებისაა, თავისი მანძილიდან გამომდინარე - ისრაელიდან ირანამდე - იმდენად დიდია, რომ იქ მიფრენისთვის, ოპერაციების ჩატარებისა და უკან გამობრუნებისთვის სჭირდება ჰაერში გამართვა. ჰაერში გამართვის საშუალება თავად ისრაელს არ გააჩნია.

ასევე, ისრაელს აქვს, დაახლოებით, 900კგ-იანი ბომბები, რომელიც ბუნკერებს ანადგურებს. ეს ტონიანი ბომბები არ არის საკმარისი ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად. იქ საჭიროა ე.წ. დედა ბომბი, რომელიც 42-ტონიანია და რომელიც ამერიკელებს აქვთ, მაგრამ არ აქვთ ისრაელში.

ამერიკელები წინააღმდეგნი არიან ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის იმიტომ, რომ ირანი იმუქრება საპასუხო დარტყმით აზერბაიჯანზე, საუდის არაბეთზე - საუბარია ნავთობგადამამუშავებელ მონაკვეთზე, რათა მერე მსოფლიოში ნავთობის ფასმა აიწიოს. ეს კი შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არ აწყობს იმიტომ, რომ ამერიკელი ამომრჩევლები უყურებენ არა ეროვნული ვალუტის კურსს, არამედ იმას, რა ღირს საწვავი ბენზინგასამართ სადგურზე.

ამერიკელები ცდილობენ, ისრაელი დაარწმუნონ, არ მოხდეს ბირთვულ იარაღზე თავდასხმა, თუმცა ეს თავდასხმა არ არის აუცილებელი. შეიძლება, ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო მტკივნეული იყოს ირანისთვის ნავთობგადამამუშავებელი სექტორისა და პორტების განადგურება, რომლითაც ის დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობს ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ შემთხვევაშიც გარანტირებული არავინ არის, პასუხის პასუხი რა ექნება ირანს. ერთის მხრივ, ეს შეიძლება იყოს ამერიკის სამხედრო ბაზებზე საპასუხო თავდასხმა.

დღეს ისეთ მდგომარეობაშია ახლო აღმოსავლეთი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლო 30 წელიწადში ასეთი დაძაბული სიტუაცია ჯერ არ ყოფილა”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში