ირაკლი კობახიძე - მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი - ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და მხარს უჭერს ბიზნესს.

„კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის ბიზნესის თავისუფლება - თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კუთხით 2012 წლამდე - ბიზნესის რეკეტი, ტერორი, იყო ერთ-ერთი მთავარი შტრიხი წინა ხელისუფლების ხელწერაში და ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დღეს ბიზნესი არის სრულად თავისუფალი, რაც რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკის ზრდაზე. მშვიდობა და სტაბილურობა ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება არის რა თქმა უნდა, წამყვანი ფაქტორი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის.

რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას, თქვენ გახსოვთ, რომ გვქონდა გარკვეული სირთულეები, თუმცა ამ სირთულეების ფონზეც კი ჩვენ მოვახერხეთ სერიოზულად ეკონომიკის გაძლიერება და მომდევნო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად დავასტაბილურებთ პოლიტიკურ ვითარებას ჩვენ ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად და სწრაფად გავზრდით ჩვენს ეკონომიკას.

ეფექტიანი მენეჯმენტი კიდევ ერთი ფაქტორი - რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ჩვენს მმართველ გუნდს მის ეკონომიკურ გუნდს ვგულისხმობ, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. მარტივად შემიძლია გითხრათ, ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია