ირაკლი კობახიძე - განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიების სფერო ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს განსაკუთრებული ზრდა ამ მიმართულებით, მათ შორის სამუშაო ადგილების კუთხით და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ დარგის, ამ სფეროს განვითარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის კონკრეტული სტატუსები განისაზღვრება.

„მაგალითად, ეს არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსი, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ამ კომპანიებისთვის განისაზღვრება საგანგებო საგადასახადო შეღავათები, რაც სტიმულს მისცემს ამ სექტორის განვითარებას. ასევე დაგეგმილია 160 სტარტაპის მომზადება და დაფინანსება ყოველწლიურად, 12 ათასი მსმენელის გადამზადება. ხელოვნური ინტელექტი, ფაგები, აგროტექნოლოგიები - ეს არის სამი განსაკუთრებული სფერო, რაზეც აქტიურად იმუშავებს მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და აქაც სერიოზულ შედეგებს ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ცალკეა გამოყოფილი პროექტი - ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომლის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება ყოფილ პარლამენტის შენობაში, ქუთაისში. იქ განთავსდება თანამედროვე ტექნოპარკი, ოფისები, შესაბამისი საერთაშორისო კომპანიებისთვის და ა.შ. ამ ყველაფერზე დეტალურად რამდენიმე დღეში მოგახსენებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა