დონალდ ტრამპი - ჩვენს ქვეყანაში ახლა ბევრი ცუდი გენია - 425 000 ადამიანი შემოვიდა, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ, რომლებიც ბოროტმოქმედები არიან

ჩვენს ქვეყანაში ახლა ბევრი ცუდი გენია, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატთმა, დონალდ ტრამპმა „ჰიუ ჰიუიტის შოუში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„მის გეგმებს თუ შეხედავთ, მას წარმოდგენა არ აქვს. მაგალითად, ხალხისთვის ღია საზღვართან მისვლის უფლება, რომელთაგან 13 000 მკვლელი იყო. ბევრმა მათგანმა ერთზე მეტი ადამიანი მოკლა და ახლა ისინი აშშ-ში ბედნიერად ცხოვრობენ. მკვლელი, მჯერა, რომ ეს მათ გენებშია. ჩვენს ქვეყანაში ახლა ბევრი ცუდი გენია. ჩვენს ქვეყანაში 425 000 ადამიანი შემოვიდა, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ, რომლებიც ბოროტმოქმედები არიან“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს