ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნეობაზე შემდეგი 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი - 2012 წლამდე ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული

სოფლის მეურნეობაზე 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის მოიყვანა 2012 წლის მონაცემები და აქვე აღნიშნა, რომ ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული.

„შედარებისთვის, 2012 წელს წლიურ ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 172.5 მილიონ ლარს, წელიწადში 200 მილიონი ლარიც კი არ იხარჯებოდა სოფლის მეურნეობაზე და ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული, რაც აისახებოდა, რა თქმა უნდა, სოფლად მცხოვრები ადამიანების მდგომარეობაზე. 3 მილიარდი მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი. აქაც არის ერთ-ერთი ყბადაღებული თემა, იყო „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ მილიარდი მოხმარდებოდა სოფლის აღორძინებას, არა თუ მილიარდზეა საუბარი, ამ წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი უკვე მოხმარდა სოფლის აღორძინებას და მარტო შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდი მოხმარდება, ანუ ძალიან დიდი გადაჭარბებით არის ეს დაპირება შესრულებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება