ეკონომიკის მინისტრი - ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს ხელისუფლებას 2028 წლისთვის

დღევანდელ პრეზენტაციაში გამოჩნდა ნათლად, ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს ხელისუფლებას 2028 წლისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამა არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში მოგვეხმარება.

“დღევანდელ პრეზენტაციაში ეკონომიკას საკმაოდ დიდი ადგილი ჰქონდა, რაც, მე ვფიქრობ, ლოგიკურია იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას რეალურად უნდა ისეთი ქვეყნის ხილვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრესით, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, ანუ ეკონომიკის განვითარებით.

ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ პრეზენტაციაში გამოჩნდა ნათლად, ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს ხელისუფლებას 2028 წლისთვის. გარდა კონკრეტული სამიზნე-მაჩვენებლების და დაპირებებისა, პრეზენტაციაში იყო ძალიან დეტალურად ახსნილი, თუ როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი მიღწეული. განსხვავებით ზოგი ოპოზიციური ძალისგან, რომლებიც უსაფუძვლო დაპირებებს იძლევიან, აქ არის ძალიან მკაფიო გეგმა წარმოდგენილი, დეტალურად არის ეს ყველაფერი აღწერილი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელიც გამყარებულია, მათ შორის, საშუალო ვადიანი ბიუჯეტის პროგრამებით. დღეს, რა თქმა უნდა, ერთ საათში ყველაფრის ჩატევა იყო რთული, თუმცა, მე მგონი, საზოგადოებას ძალიან ნათელი წარმოდგენა შეექმნა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ქვეყანა 2028 წლისთვის. ეს იქნება მნიშვნელოვნად უფრო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურულად, გაზრდილი ეკონომიკით, გაზრდილი სოციალური დახმარებებით, გაზრდილი ჯანდაცვით, გაუმჯობესებული უსაფრთხოებით და ძალიან დიდი პროგრესით საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, რომ პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო და ეს პროგრამა არის ის პროგრამა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში მოგვეხმარება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის