ირაკლი კობახიძე - ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ინვესტიცია აქვთ ჩადებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით

130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა დაგეგმილია 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას.

„თქვენ იცით რამხელა ინვესტიცია ჩაიდო გასული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით. მხოლოდ ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვთ ჩადებული ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი ინვესტიცია ამ მიმართულებით. 500-ზე მეტი მხოლოდ საეკლესიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი იქნა აღდგენილი და შენარჩუნებული ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ ამისათვის. მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს და მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადება. 130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას. ეს იქნება საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარდება ხელოვანთა მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება