ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, მომავალი წლისთვის პენსიები 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ

წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პენსიების ზრდა მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

„რაც შეეხება პენსიას, 2012 წელს პენსია შეადგენდა 125 და 140 ლარს, 110 ლარი იყო 2012 წელს პენსია და წინასაარჩევნოდ მოუმატეს 125 და 140 ლარამდე. 2024 წელს უკვე 315 და 415 ლარია, დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი პენსია.

მაღალმთიან დასახლებებში პენსია შეადგენს 378 და 498 ლარს. ზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა გვესმის, რომ ესეც არის ძალიან ცოტა.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ინდექსაციის მიღმა ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები ეკონომიკის ზრდასთან ერთად. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ინდექსაციის წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფლაციას უნდა გაყვეს პენსიების ზრდა როგორც მინიმუმ, თუმცა, მაგალითად წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები. მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება პენსიების ზრდა მინიმუმ ინდექსაციის მიხედვით, თუმცა ამის მიღმა, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს პენსიები ყოველწლიურად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის