ირაკლი კობახიძე - თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში - მომდევნო წლებში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო ბაზები არსებული გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

„სამხედროების სოციალური მხარდაჭერის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ „ჯარის ქალაქის“ პროექტს, რომლითაც 1000-ზე მეტი სამხედრო დამატებით დაკმაყოფილდება ბინებით შემდეგი წლების განმავლობაში. ინფრასტრუქტურის განვითარება, სამხედრო ბაზები და ა.შ. ჩვენი გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე