ირაკლი კობახიძე - 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით

2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, იმის გამო, რომ მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს კი არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება, 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის, როგორც ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, ჩვენი ქვეყნისთვის ვაზის, ღვინის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და რა თქმა უნდა, მევენახეობა-მეღვინეობა იყო ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ჩვენს ქვეყანაში. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, იმის გამო, რომ მევენახეობა არ იყო მომგებიანი. დღეს არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება, 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით. ყურძნის გადამუშავებას რაც შეეხება, მხოლოდ 52 000 ტონა ყურძნის გადამუშავება ხდებოდა და 300 000 ტონამდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი. ეს არის 2023 წლის მონაცემები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მევენახეების შემოსავალი, მთლიანობაში, 2012 წელს 70 მლნ ლარს შეადგენდა, შარშანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 350 მლნ ლარამდე გაიზარდა.

„ღვინის ექსპორტი იყო 65 მლნ დოლარი და გაიზარდა 259 მლნ დოლარამდე ეს მაჩვენებელი. რაც შეეხება მევენახეების შემოსავალს, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ადამიანის ჯიბემდე მივიდეს ის სიკეთე, რომელსაც ვიღებთ ეკონომიკური განვითარებიდან და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორი - ჩვენი მევენახეების შემოსავალი, მთლიანობაში, 2012 წელს შეადგენდა 70 მლნ ლარს და შარშანდელი მონაცემებით 350 მლნ ლარამდე იყო მათი შემოსავალი. წელს პროგნოზირებულია კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. ანუ, ის ზრდა, რომელიც შეეხება მევენახეობა/მეღვინეობის სფეროს, პირდაპირ აისახება გლეხებისა და ფერმერების შემოსავლებზე. 2028 წლისთვის პროგნოზი არის, რომ ექსპორტის მოცულობა გაიზრდება ნახევარ მილიარდ დოლარამდე და ამის შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაიზრდება ჩვენი მევენახეებისა და მეღვინეების შემოსავლებიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როცა აგრობიზნესის გამოშვება 2012 წელს 7.6 მლრდ ლარი იყო, 2023 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით გაორმაგდა და 16.6 მლრდ ლარი შეადგინა.

„რაც შეეხება აგრობიზნესის გამოშვებას, საერთო ჯამში, ეს საერთო მონაცემები ითარგმნება კონკრეტულ სტატისტიკურ მაჩვენებლებში, 7.6 მლრდ ლარი იყო აგრობიზნესის გამოშვება 2012 წელს, 2023 წლისთვის გამოშვებამ შეადგინა დაახლოებით 2-ჯერ მეტი, 16.6 მლრდ ლარი და 2028 წლის პროგნოზია 24 მლრდ ლარზე მეტი. რაც შეეხება აგროპროდუქციის ექსპორტს, ნახევარი მლრდ დოლარი იყო, დაახლოებით, ექსპორტის მოცულობა 2012 წლისთვის, 2023 წელს თითქმის 1.5 მლრდ-მდე გაიზარდა ექსპორტის მოცულობა და 2028 წლისთვის პროგნოზი არის, რომ 2.3 მლრდ დოლარი იქნება, რაც ასევე, საბოლოო ჯამში, აისახება სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა