დონალდ ტრამპი - მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 7 ოქტომბრის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის “რესპუბლიკური” კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელებმა არასდროს უნდა დაივიწყონ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები.

”ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ იმ დღის კოშმარს. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 7 ოქტომბრის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა სამხრეთ ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

მისი მტკიცებით, შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ანტისემიტიზმმა მოიცვა და ანტისემიტიზმი დაბრუნდა „დემოკრატიული პარტიის“ რიგებშიც.

”თითქმის ისეთივე შოკისმომგვრელი, როგორც თავად 7 ოქტომბერი, არის ანტისემიტიზმის აფეთქება, რომელიც ჩვენ ყველამ ვნახეთ მის კვალდაკვალ. ანტიებრაული სიძულვილი დაბრუნდა და განსაკუთრებით „დემოკრატიული პარტიის“ რიგებში. „რესპუბლიკური პარტია არ დაინფიცირებულა“ ამ საშინელი დაავადებით და არც დაინფიცირდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება