ფლორიდას მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება

აშშ-ის ფლორიდის შტატს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება.

მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ოთხშაბათს მთელი ძალით დაატყდება თავს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპა ბეისს.

ფლორიდელებს მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მოემზადონ. გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ევაკუაციის დრო სწრაფად იწურება.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება მონსტრი,” - აღნიშნა გუბერნატორმა დესანტისმა.

აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციი24 საათზე ნაკლებ დროში ის თ, „მილტონი“ კვირას ტროპიკულ ქარიშხლად კლასიფიცირდა, მაგრამ 24 საათზე ნაკლებ დროში ის მე-5 კატეგორიის შტორმად გადაიქცა.

შეგახსენებთ, 10 დღის წინ ფლორიდაში ქარიშხალ „ჰელენს“ ებრძოდნენ და სტიქიამ შტატში, მინიმუმ, 14 ადამიანი შეიწირა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის