სახალხო დამცველი და მისი მოადგილე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანალიტიკოსს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გენდერულ და ინკლუზიის საკითხთა ანალიტიკოსს, ალეანორ ბენუას შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე და საარჩევნო უფლების დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა სტუმარს არჩევნებთან დაკავშირებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო.

„განხილულ თემათა შორის იყო ქალთა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის საკითხები, სიძულვილის ენისა და სექსისტური გამონათქვამების პრევენციისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობები, სახალხო დამცველის პოზიცია გენდერულ კვოტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებზე.

ალეანორ ბენუამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს