ანა დოლიძე - ასლან აბაშიძის „აღორძინებას“ უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ - მათი ამბავი დამთავრებულია, სძინავთ, სულს ღაფავენ

ასლან აბაშიძის "აღორძინებას" უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ - მათი ამბავი დამთავრებულია, სძინავთ, სულს ღაფავენ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე არ დასწრება არის მინიშნება იმის, რომ ამ პარტიის გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დარჩენის რწმენა არ არსებობს.

„ასლან აბაშიძის აღორძინებას უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ვისაც ახსოვს ასლან აბაშიძის „აღორძინება“ რა მდგომარეობაში იყო, ის დამეთანხმება. ეს საარჩევნო პროგრამა დასტურია იმის, რომ „ქართული ოცნების“ ამბავი დამთავრებულია. არც კომპეტენცია არაა, არც ნება და არც ენერგია არაა. დგანან და სძინავთ, სულს ღაფავენ და მგონი, მართლა ფიქრობენ 27 ოქტომბერს როგორმე სახლში დარჩნენ. მე ვფიქრობ, რომ როგორც 1-ელი ოქტომბრის არ აღნიშვნა, ასევე [ბიძინა ივანიშვილის] საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე არ დასწრება არის მინიშნება იმის, რომ ამ პარტიის გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დარჩენის რწმენა არ არსებობს. არავითარი ენერგია, მუხტი და შინაარსი ამ პროგრამაში არ იყო“, - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, დოლიძის განცხადებით, ის არის თითიდან გამოწოვილი საკითხი.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის თითიდან გამოწოვილი საკითხი. როგორც შარშან გადაფარეს შოვის ტრაგედია ამ თემით, შოვის ტრაგედიის მერე დაიწყეს იმპიჩმენტი, ახლა ცდილობენ ყურადღება წაიღონ იმ საკითხებიდან, რომელიც ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი და ეს არის კეთილდღეობის საკითხები“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 7 ოქტომბერს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. პრეზენტაციას პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება