ზურაბ ჭიაბერაშვილი - საბედნიეროდ, ევროპარლამენტსა და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს

8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს მიიღებს რეზოლუციას. საბედნიეროდ ევროპარლამენტს და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაესწრება.

როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური დახმარება.

„8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც ქართველი ხალხისთვის მკაფიო მხარდაჭერა იქნება და ასევე, მკაფიო შეთავაზება.

თუ „ქართული ოცნება" დარჩება, სამწუხაროდ, საქართველო იქნება იზოლაციაში და ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.

მეორე მხრივ, ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური დახმარება. საბედნიეროდ ევროპარლამენტს და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს