გიორგი ვაშაძე - ვისურვებდი, რომ პრეზიდენტთან ერთად რეგიონებში დავდიოდეთ, ხალხს მოტივაციას ვუმაღლებდეთ და ერთმანეთთან შეხვედრებზე დროს არ ვკარგავდეთ, მაგრამ მოვუსმენთ სალომე ზურაბიშვილს

ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ამის განხილვა უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისურვებდა, რომ მსგავსი შეხვედრების ნაცვლად, დღეს სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ხვდებოდეს და ხალხს არჩევნების წინ მოტივაციას უმაღლებდეს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად მის ინიციატივასთან დაკავშირებით, ამიტომ ჯერ მივდივართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ, შეხვედრას წინ არაფერი უდგას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ გავაერთიანოთ ძალები და არჩევნებში გავიმარჯვოთ. თანამდებობები - ვინ რას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ სალომე ზურაბიშვილს. ახლა მე, მაგალითად, ვისურვებდი, რომ მასთან ერთად, ყველანი ერთად მთელ საქართველოში დავდიოდეთ, ხალხს ვხვდებოდეთ, მოტივაციას ვუმაღლებდეთ, ვიბრძოდეთ იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რაც საქართველოშია და არა შეხვედრებში ვკარგავდეთ დროს. დღეს, მაგალითად, ქუთაისში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ დავრჩი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის გამო და მზად ვარ მოვუსმინო და განვიხილოთ. ჩვენ პირნათლად შევასრულებთ ქარტიას, იქ არის რეფორმები, იქ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მთავრობაზე საუბარი, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, ხაზს ვუსვამ ტექნოკრატიულ მთავრობაზე იქ არ არის საუბარი და ამიტომ ჩვენ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ”, - აღნიშნა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ