საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მომავალი წლის პირველ კვარტალში გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს 2025 წლის პირველ კვარტალში მიაწვდის, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ რომ თვითმფრინავები აღჭურვილი იქნება ახალი ჰაერი-მიწის ტიპის იარაღით და რადიოელექტრონული ბრძოლისგან დაცვით.

მისივე თქმით, უკრაინელი პილოტებისა და მექანიკოსების მომზადება გრძელდება.

შეგახსენებთ, ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემდნენ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს