ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის და გარე გეგმაა - გარედან ხედავენ, რომ ამ ოპოზიციის იმედზე ვერ იქნებიან და ხელისუფლებაში მათი მოყვანის შანსი არ არის!

პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის და გარე გეგმაა - გარედან ხედავენ, რომ ამ ოპოზიციის იმედზე ვერ იქნებიან და ხელისუფლებაში მათი მოყვანის შანსი არ არის! - ასე ეხმაურება დროებითი, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების ინიციატივას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილი იმასაც აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობის ინიციატივა და მასთან დაკავშირებული პროცესი პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევის ფაქტია.

„პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას უხეშად არღვევს, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ერთადერთი მიზეზია. ეს ხდება იმისთვის, რომ მოქმედი თუ შემდეგი პრეზიდენტი კონსტიტუციური სივრციდან არ გავიდეს და ათასგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა არ მოხდეს.

რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა. ოპოზიცია ხალხისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ეუბნებიან: - ნუ გეშინიათ, ამ ოპოზიციის მმართველობის ქვეშ არ მოგაქცევთ, პარლამენტი მხოლოდ ერთი წლით ავირჩიოთ და ისეთი მთავრობა არ მოვიყვანოთ, რომელიც თქვენი არჩეული იქნება და ჩემი დანიშნული იქნებაო.

პრეზიდენტი პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის - ეს არის გარე გეგმა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის