კახა კალაძე - მივესალმები იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს

მივესალმები იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოებას მსგავსი „ფანჩატური“ ბევრი უნახავს, მაგრამ მთავარია, ვინ არიან მისი წარმომადგენლები.

„გახსოვთ, იყო „შალიკოს ფანჩატური“, დღეს გვაქვს „სალომეს ფანჩატური“. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ფანჩატურებს, მთავარია შიგთავსი რა არის და ვინ არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები. მისასალმებელია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ უმრავლესობას იზეიმებს",-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ არჩევნების შედეგების აღნიშნვას, თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებას უამრავი საქმე აქვს, რომელსაც აგრძელებს.

„რაც შეეხება არჩევნებს, ვემზადებით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვინც რეალურად ხვდება ხალხს ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში. პირდაპირ მივდივართ მოსახლეობასთან და ვესაუბრებით, რადიკალებისგან განსხვავებით. მესმის, რომ ამის რესურსი არ გააჩნიათ. მაგალითად, როგორ უნდა მივიდეს გვარამია კახეთში გლეხთან და დაელაპარაკოს მომავალზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ღვინოზე და ა.შ.",-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განაცხადებით, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს.

„ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე და არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი.

არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება