საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

გარდაიცვალა განათლების სფეროს საერთაშორისო სივრცეში აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს:

„გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

პაატა კოღუაშვილი ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი 70- ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე-მომხსენებელია, არის 300 სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი - აგროეკონომიკურ, სასურსათო უშიშროების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, მიწისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის პრობლემებზე.

პაატა კოღუაშვილს სხვადასხვა დროს იყო პირველი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), აგრარული რეფორმის ქვეკომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე აგრარულ საკითხებში (1992). მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95), საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მას 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ხოლო 1995 წლის აგვისტოში საქართველოს კონსტიტუციაზე. არის ღირსების ორდენის კავალერი.

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი სამეცნიერო ნაშრომები, აგრარული ეკონომიკის მიმართულებით, დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს პაატა კოღუაშვილის ოჯახს! უფალმა დაუმკვიდროს, სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!”, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია