სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო ადგილას სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმა, რომელიც დაბინძურებული აღმოჩნდა - გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ეს დროებითია,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოს რეგიონების პრობლემაა.
„მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება მინდობილი გვაქვს ისეთი კომპანიისთვის, რომელსაც არ გააჩნია ლიცენზია. მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება, ჩაბარებული აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, კომპეტენციისა და საქმიანობის კონტროლი არასათანადოა. მარეგულირებელი კომისია ვერ აკონტროლებს. მაგალითად, მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად,
კომპანიების ნაწილი, რომლებიც ოპერირებენ მუნიციპალიტეტში, ასეთს წარმოადგენს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება წყალარინება“, არალიცენზირებულია და მის საქმიანობას არ არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ამასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო ადგილას, მათ შორის საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმა და წყალი აღმოჩნდა დაბინძურებული.
აღნიშნული პრობლემის გამოსაკვლევად, მივმართეთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, განათლების სამინისტროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.
საპასუხოდ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებამ“ და „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგებამ“ გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები: წყალსადენის ნაგებობების დეზინფექცია, ვიზუალური დათვალიერება, განმეორებით სასმელი წყლის სინჯების აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში დამატებითი ლაბორატორიული დათვალიერება. გამოკვლეული მაჩვენებლების მიხედვით დღეს მოდის სტანდარტთან შესაბამისობაში, თუმცა, ეს წარმოადგენს დროებით ღონისძიებას.
წამოჭრილი პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოს რეგიონების პრობლემაა. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში საქმიანობის შესაძლებლობის შემთხვევაში საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად მოვაწესრიგებთ საკითხს. კანონისმიერი შეზღუდვით განვსაზღვრავთ მსგავსი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ ლიცენზირებული კომპანიებისთვის მინდობას, ვინაიდან კანონის რეგულირების გარეშე აღნიშნული პრობლემა არ ექვემდებარება გადაწყვეტას“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.