საქართველოს პირველი საკოლექციო 8000-ევროიანი ბანკნოტის პრეზენტაციაზე მაასტრიხტში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ქართულ ღვინოს გაეცნენ

ნიდერლანდში, მაასტრიხტში, ყოველწლიური ქაღალდის ფულის გამოფენაზე MIF 2024 პირველი ქართული საკოლექციო 8000 ევროიანი ბანკნოტი წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეყნის პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტის ლიმიტირებული გამოცემა 5000 ცალია, რომელიც კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა, დააფინანსა და შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით.

„საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებენ. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია - სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი„ევრო 8000“.

MIF 2024-ის გამოფენაზე, საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის ტურისტული პროდუქტებისა და ქართული ღვინის წარმოების მრავალათასწლიანი ტრადიციის შესახებ პრეზენტაცია გაიმართეს, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა -„საქართველო, უნიკალური სამოგზაურო დანიშნულების ადგილი“.

დამსწრეები საქართველოში ჰოლანდიელი ტურისტების ვიზიტების სტატისტიკით, სათავგადასავლო ტურიზმის შეთავაზებებით და განსაკუთრებით ზამთრის კურორტების პოტენციალით დაინტერესდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია გამოვიდა.

პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტის წარდგენის ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს