კახა კალაძე - „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? - ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე,-ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის დაწყებული მოლაპარაკებები. თბილისის მერმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს „აბსურდის თეატრის მსახიობები“ უწოდა.

„საერთოდ არ მაინტერესებს ეს კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები და არც მათი მხარდამჭერები, მაგრამ პირველ რიგში, მათი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, გამოდიან და ამბობენ, ხმა მოგვეცით, ამას გავაკეთებთ , იმას გავაკეთებთო და საუბარი არის ტექნიკურ მთავრობაზე. მაშინ ვის აძლევ ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან, რომელსაც კონკრეტული როლები აქვთ მინიჭებული. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური გუნდი, როგორიც არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან მყარი, ძალიან მაგარი მხარდაჭერა აქვს. 2012 წლიდან ვარ ჩართული არჩევნებში, მე ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, არ მახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანი ეს თანადგომა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, დავიცვათ და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებს.

დღეს, 8 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლეში შეხვედრა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან შედგება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან აუდიენციაზე პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სხვა ლიდერებთან ერთად 15:00 საათზე მივა. დღესვე დაგეგმილია აუდიენცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებთან.

როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, რომელთაც გამოუცხადეს „სრული მხარდაჭერა პროცესს“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია