რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა

საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ახალი მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულები არიან, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე ქვეყნებს ძირს უთხრის, სანქციები დააწესოს“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით, ევროკავშირი სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას შეძლებს, როგორიცაა: საარჩევნო პროცესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შელახვა, ეკონომიკური საქმიანობის, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სერვისების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიების მოწყობა, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიის გამოყენება, წინასწარგანზრახული კიბერ აქტივობები, მიგრანტების იარაღად გამოყენება და სხვა.

“ახალი მექანიზმის მიხედვით, სანქცირებული პირები აქტივების გაყინვას დაექვემდებარებიან და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის თანხების გამოყოფა აეკრძალებათ. ამასთან, ფიზიკურ პირებს შეიძლება მოგზაურობა აეკრძალოთ, რაც მათ ევროკავშირში შესვლასა და გადაადგილებას ხელს შეუშლის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე