ხატია დეკანოიძე - ქუთაისში მშობლებს ეშინიათ ბავშვების სკოლაში მიყვანა გაძვირებული საკანცელარიო ნივთების გამო, პენსიონერებს ეშინიათ ცუდად გახდომა, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნების“ მონოპოლია

ქუთაისში მშობლებს ეშინიათ ბავშვების სკოლაში მიყვანა გაძვირებული საკანცელარიო ნივთების გამო, პენსიონერებს ეშინიათ ცუდად გახდომა, რადგან არ აქვთ წამლის ფული გაძვირებული ცხოვრების გამო, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნების“ მონოპოლია, რომელიც მხოლოდ მათი ჯიბეებისთვის მუშაობს და არა ხალხისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქუთაისი იყო, არის და იქნება გამარჯვებული ქალაქი“.

„ჩვენ ყველას ძალიან გვახსოვს, რომ 2021 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მოვიგეთ ქუთაისი. ქუთაისი არის ოპოზიციური ქალაქი. ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის იყო განათლების და ყველანაირი ინოვაციის საწინდარი. ქუთაისი არის ქალაქი, სადაც ხალხს სურდა, სურს ღირსეული ცხოვრება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ქუთაისი უკვე არის გამარჯვებული ქალაქი.

ჩვენ დღეს უამრავ ადამიანს ვესაუბრეთ. ვესაუბრეთ მშობლებს, რომლებსაც ეშინიათ სკოლაში შვილის წაყვანის, რადგან საკანცელარიო მასალა გაძვირდა. მშობლებს ეშინიათ შვილების გაჩენა, რადგან მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ საკვები, რომელიც წარმოუდგენლად გაძვირდა „ქართული ოცნების“ პირობებში, სახლში მიიტანონ. ყველას ეშინია ავად გახდომის. ახლა ვესაუბრებოდი ადამიანებს, ბევრ მათგანს ვიცნობ, როგორც გახსოვთ. მე ვიყავი გამარჯვებული კანდიდატი პირველ ტურში და შემდეგ მოგვპარეს ჩვენ ეს არჩევნები და ადამიანებმა თქვეს, რომ არ იციან როგორ იყიდონ წამლები. მე მყავს პენსიონერი დედა, ყველას გვყავს მშობლები და დიახ, ის ფასები, რომელიც არის წამლებისთვის, არის დამამცირებელი ამ ადამიანებისთვის. მე ახლა მიჭირავს განადგურებული ქუთაისის პარლამენტის შენობის ფოტო, რომელზეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ყველას ძალიან კარგად ახსოვს ეს და ეს შენობა ახლა რომ ფუნქციონირებდეს, ტურიზმი როგორ განვითარდებოდა, როგორი იქნებოდა ფასების კონკურენცია, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამიტომ ის მონოპოლია, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული და მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის არსებობს, ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ. ქუთაისი არის გამარჯვებული ქალაქი, ქუთაისელები გამარჯვებული ადამიანები და რა თქმა უნდა, ყველანი ჩვენ ერთად ვიქნებით სამშობლოს გადასარჩენად“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის