გია ჯაფარიძე - არჩევნებისთვის „ოცნებას“ დაპირებები არა აქვს, ის დაპირებებს მხოლოდ მოსკოვს აძლევს, პარტია და მისი კლანი ფასების მაფიით მდიდრდება, ხალხი კი იტანჯება მაღალი ფასებითა და დაბალი შემოსავლებით

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნებას“ დაპირებები არა აქვს, ის დაპირებებს მხოლოდ მოსკოვს აძლევს, პარტია და მისი კლანი ფასების მაფიით მდიდრდება, ხალხი კი იტანჯება მაღალი ფასებითა და დაბალი შემოსავლებით, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად უნდა შეიცვალოს.

„თქვენ გახსოვთ, რას ჰპირდებოდა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს: უმუშევრობის დაძლევას, მაღალ ანაზღაურებას, დაბალ ფასებს, ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არა აქვს, ის დაპირებებს აძლევს მხოლოდ მოსკოვს. ის იხდის ბოდიშს, გვთხოვს, რომ ბოდიში მოვუხადოთ დამპყრობელს, ის ამზადებს ნიადაგს აფხაზეთის საერთაშორისო დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

ამ დროს საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან მაღალი ფასებით, დაბალი შემოსავლით, სიღატაკით, უმუშევრობით. პენსიონერს არჩევანი აქვს, იყიდოს წამალი თუ იყიდოს საკვები, სხვა რამეზე მას პენსია არ ჰყოფნის. მშობელს არჩევანი აქვს შვილს უყიდოს საკვები თუ უყიდოს სახელმძღვანელოები. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის მონოპოლიები, ოლიგოპოლიები, კორუფციული სქემები და ის ფასების მაფია, რომელიც საქართველოში ქართულმა ოცნებამ შექმნა. ამ კორუფციული სქემებით, ფასების მაფიით საქართველოს მოქალაქეების ძარცვის ხარჯზე მდიდრდებიან მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ კლანი.

26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ეს ფასების მაფია, შევცვალოთ ეს ხელისუფლება, გავზარდოთ შემოსავლები და დავწიოთ ფასები“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი