გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება - ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში შედგება შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე , - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობაზე კონკრეტიკა არ ყოფილა, ამასთან, მისი თქმით, მათ მოისმინეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია.

ვაშაძე აცხადებს, რომ მისი გაერთიანება მზად არის ოპოზიციონერ პარტნიორებთან კოორდინაციაში იყოს, შესაბამისად, ვაშაძის ინფორმაციით, მათ ექნება გარკვეული კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებთან.

„ამ არჩევნებში ქართველი ხალხი იმარჯვებს და მარცხდება „ქართული ოცნება“. ჩვენ წავალთ ევროკავშირის მიმართულებით და ეს უპირობოა. პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს - ოპოზიციაში შედგება, თუ არა შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე - მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში შედგება შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე. ყველა შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ მთავრობაზე შეთანხმება კონსტიტუციით [არის მოწყობილი]. კონკრეტული კანდიდატების ვინაობაზე არ ყოფილა საუბარი. არჩევნებამდე ვის გულისხმობს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს დაველაპარაკოთ, ვისაუბროთ, მაგრამ ახლა მთავარი არის არჩევნებში გამარჯვება.

პრობლემას ნუ ვქმნით იმისგან, სადაც არ არის პრობლემა. პრობლემა ნამდვილად არ იქნება, ამ ქვეყანას ეყოლება ღირსეული მთავრობა, რომელიც საქართველოს შეიყვანს ევროკავშირში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკურ სიკეთეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა 14 მილიარდის მოზიდვასთან დაკავშირებით, სამუშაო ადგილების შემქმნა, საპენსიო სესხების განულება, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა, მასწავლებლებისთვის ხელფასი 2 000 ლარი -ეს ყველაფერი, როგორ უნდა გაკეთდეს, ზუსტად გვაქვს გაწერილი.

დარწმუნებული ვარ, 100%-ით გარანტიას გაძლევთ, რომ ოპოზიციური ფლანგი შეთანხმდება ყველა ამ საკითხზე და არჩევნების შემდგომ ღირსეული მთავრობა ეყოლება ამ ქვეყანას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისკენ წაიყვანს.

რაც შეეხება მანამდე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ჯგუფი, ჩვენი კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც “ქართული ოცნების“ დამარცხების მთავარი გარანტია და 5 ნომრისთვის მიცემული ხმა „ქართული ოცნების" გარანტირებულ დამარცხებას ნიშნავს, მზად არის ყველ საკითხთან დაკავშირებით ყველასთან ისაუბროს.

შეხვედრაზე კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. მე მინდა, რომ ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან კოორდინირებულად ვიყოთ, ამ პირველი შეხვედრის შემდეგ გვექნება გარკვეული კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს, გუნდთან უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი