იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის.

შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 1-ელ ოქტომბერს იგი ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ჩაანაცვლა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში