გიგი წერეთელი - პრეზიდენტის სურვილია, მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს, იმ პერიოდში, ვიდრე  მთავრობა დაკომპლექტდება - არის გადამზღვევი მექანიზმის შექმნის სურვილი

ახლა ფოკუსირება არჩევნებზე უნდა მოხდეს - პრეზიდენტის სურვილია მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს, იმ პერიოდში, ვიდრე მთავრობა დაკომპლექტდება , - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, მთავარი ამოცანა არჩევნებში გამარჯვებაა.

"ძალიან მშვიდი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა პრეზიდენტთან. ვიცით მისი მოსაზრებები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ახლა ფოკუსირება არჩევნებზე უნდა მოხდეს. გამარჯვება დღეს მთავარი ამოცანაა, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას სწორედ ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს და დავეხსნათ ვითარებას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა.

პრეზიდენტის სურვილია, მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს, იმ პერიოდში, სანამ მთავრობა დაკომპლექტდება. ისიც დარწმუნებულია გამარჯვებაში. რაიმე დაკონკრეტებული არ არის, არის სურვილი გადამზღვევი მექანიზმის შექმნისა, თუკი იქნება სხვა პოლიტიკური აქტორებისა თუ კოალიციების საუბარი და მუშაობა, ჩვენ ნამდვილად არ გამოვაკლდებით ამ პროცესს. არის ვერსია, რომ არსებობდეს ე.წ. გარდამავალი, დროებითი თუ პროფესიონალური მთავრობის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. თუკი იქნება კონსულტაციების საერთო პროცესი, ჩვენ ცალკე კონსულტაციებს არც და ვერც ვაწარმოებთ. ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს