გია ჯაფარიძე - “ოცნება” ატყუებდა მომხრეებს, თითქოს ევროპარლამენტი იქნებოდა მათი პოლიტიკის მიმართ მიმღები, თუმცა პირიქით მოხდა - ჩვენი მოლოდინია, რომ რეზოლუცია იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი და “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული

"ქართული ოცნება” არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური ხელისუფლება, ევროკავშირი ცდილობს გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ჯაფარიძის შეფასებით, ეს არის პასუხი იმაზე, რასაც “ქართული ოცნება” ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა.

,,ქართული ოცნების” ყოველი დღე საქართველოს ხელისუფლებაში სახიფათოა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. რაც ხდება ევროპის პარლამენტში, არის ძალიან ლოგიკური და ძალიან ბუნებრივი, ეს არის იმის გაგრძელება, რაც მანამდე დაიწყო, გამოაცხადა ევროპის კავშირმა. ევროპის კავშირი რასაც ამბობს, იმას გულისხმობს, არ იტყუება.

ეს არის პასუხი იმაზე, რასაც “ქართული ოცნება” ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა. “ქართული ოცნება” არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიქართული, ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ყველაზე ანტიდასავლური ხელისუფლება. “ქართული ოცნების” პირობებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, მიღებული რუსული კანონი. “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, უღალატა საქართველოს ისტორიულ არჩევანს, უღალატა ქართველი ხალხის ურყევ ნებას, დაუპირისპირდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ევროპის კავშირი ამ შემთხვევაში ცდილობს, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, პატივი სცეს ჩვენს ისტორიულ არჩევანს. ეს ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ეს არის ევროპის ახალი პარლამენტი. თქვენ გახსოვთ, “ქართული ოცნება” როგორ ატყუებდა საკუთარ მომხრეებს, რომ თითქოს ევროპის პარლამენტი იქნებოდა მათი პოლიტიკის მიმართ მიმღები, თუმცა, პირიქით მოხდა - ყველა ის ევროპარლამენტარი, რომელსაც “ქართული ოცნება” უპირისპირდებოდა, ყველა ის ჩვენი მეგობარი არის არჩეული კვლავ ევროპის პარლამენტში, უფრო მეტიც - ევროპის პარლამენტში კვლავ არიან “ქართული ოცნების” მიმართ უფრო კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არჩეული. ჩვენი მოლოდინი არის, რომ რეზოლუცია, რომელსაც მიიღებს ევროპარლამენტი, იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი და იქნება ძალიან კრიტიკული “ქართული ოცნების” მიმართ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ამ პრინციპით ძალიან დააგვიანა ევროპის კავშირმა, დააგვიანეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს ის პოზიცია, რომელიც აქამდე უნდა ჰქონდათ”, - განაცხადა ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში