აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის სპორტულ საზოგადოებასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვ. არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის სპორტული ფედერაციების, აფხაზეთის სპორტული აკადემიების, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებთან, აფხაზეთის დამსახურებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე ფედერაციების და კლუბების წარმომადგენლებმა საკუთარ საქმიანობასა და სპორტულ მიღწევებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, შესაბამისი ინვენტარის საჭიროებაზე და საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობისთვის დაფინანსების მოპოვებაზე.

„ეს იყო ინფორმაციული ხასიათის, ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელიც მომავალში ინდივიდუალურად გაგრძელდება. ჩვენ ერთად შევეცდებით, გამოვნახოთ გზები და შესაძლებლობები, სპორტის შემდგომი განვითარებისთვის, იმისთვის თუ როგორ დავეხმაროთ აფხაზეთის სპორტსმენებს კიდევ უკეთესი შედეგების მიღწევაში“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის