გია ჯაფარიძე - 26 ოქტომბერი არ არის არჩევნები ცრუ დაპირებებზე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ გზავნილებზე - ეს არის არჩევნები იმაზე, ვიცხოვრებთ თუ არა ისე, როგორც ევროპის კავშირის ქვეყნები ცხოვრობენ

26 ოქტომბერი არ არის არჩევნები ცრუ დაპირებებზე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ გზავნილებზე, ეს არის არჩევნები იმაზე, ვიცხოვრებთ თუ არა ისე, როგორც ევროპის კავშირის ქვეყნები ცხოვრობენ, სადაც, მათ შორის, უამრავი ქუთაისელია გახიზნული , - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ, რომელმაც ქუთაისში ხატია დეკანოიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა.

გია ჯაფარიძემ ქუთაისელებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას.

"ჩვენ არ გვეშინია წვიმის, ჩვენ არ გვეშინია არაფრის, ჩვენ არ ვიღლებით, ჩვენ ქედს არ ვიხრით, ჩვენ ბოდიშს არ ვიხდით, ქუთაისიდანაც ეს უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს, იმიტომ, რომ ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს, ბოდიშის მოხდა საერთაშორისო პოლიტიკაში ნიშნავს დანაშაულის აღიარებას, ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია, ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული.

ჩვენ არ ვაპირებთ ბოდიში მოვუხადოთ ოკუპანტს, რასაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“; ჩვენ არ ვაპირებთ ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რასაც აპირებს "ქართული ოცნება", ჩვენ ამას არ დავუშვებთ, 26 ოქტომბერი ის დღეა, როცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება.

26 ოქტომბერი არ არის არჩევნები ცრუ პირობებზე, იმ პროპაგანდისტულ გზავნილებზე, რასაც გვთავაზობს "ქართული ოცნება", არა - 26 ოქტომბერი არის იმაზე, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ, ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში როგორიც არის ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, სადაც უამრავი ქუთაისელია გახიზნული "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო და დაცლილია მთელი ქალაქი, უამრავი ქუთაისელი შემხვედრია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის დროს.

26 ოქტომბერს ჩვენ ვიქნებით ისეთი ქვეყანა, როგორებიც არიან ევროპის წევრი სახელმწიფოების ქვეყნები, სადაც არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მაღალი ხარისხის განათლება, სოციალური დაცულობა, სამართლიანობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, მაღალი შემოსავლები. ჩვენ გვყავს სანქცირებული მთავრობა, მთავრობა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ხელს არ ართმევს, რომელსაც ვახშამზე არ პატიჟებენ, ამ მთავრობით ჩვენ ევროპის კავშირში ვერ შევალთ. “ქართული ოცნება” დღეს ერთადერთ წინაღობას წარმოადგენს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე, ამიტომ ყველას გთხოვთ 26 ოქტომბერს არავინ არ დავიზაროთ არჩევნებზე მისვლა და უარი ვუთხრათ "ქართულ ოცნებას", ვუთხრათ კი ევროპის კავშირს, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ ქუთაისში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში