ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია

საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იუროვას თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ლიდერებმა პოლარიზაცია შეამცირონ, ხოლო არჩევნები მშვიდობიან და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს.

“საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია. საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პოლარიზაცია შეამცირონ და მოქალაქეებთან პოზიტიურად ჩაერთონ. არჩევნები მშვიდობიან და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს”, - დასძინა მან.

იუროვას თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყანაში ყველა განვითარების მონიტორინგს.

ამასთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუმცა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრინციპებთან თანხვედრის აუცილებლობას.

„ევროპულ გზაზე ნამდვილი პროგრესი დამოკიდებულია დემოკრატიულ და მდგრად რეფორმებზე, რომლებიც თანხვედრაშია ევროპული ინტეგრაციის საკვანძო პრინციპებთან. პოლიტიკური მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დაცვა ასევე ცენტრალურია [ევროკავშირის] გაფართოების პროცესისთვის.

ევროკავშირის კარი ღია რჩება და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყანას რეფორმების ყველა ძალისხმევაში, მაგრამ ნათლად დავგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის სასარგებლოდაა”, - განაცხადა იუროვამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის