ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ გავანადგურეთ ჰასან ნასრალა, მისი შემცვლელი და შემცვლელის შემცვლელიც

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელმა გასული კვირის ხუთშაბათს ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ჰაშემ საფიედინის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც, სავარაუდოდ, „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა.

„ისრაელმა შეამცირა ჰეზბოლას შესაძლებლობები : გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის თავად ნასრალა, ნასრალას შემცვლელი და მისი შემცვლელიც. დღეს ჰეზბოლა იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე მრავალი წლის განმავლობაში ყოფილა,” - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუს არ დაუსახელებია ჰასან ნასრალას არცერთი მემკვიდრის სახელი, რომელი, მისი თქმით, ისრაელმა გაანადგურა, თუმცა „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას მემკვიდრედ ჰაშემ საფიედინი განიხილებოდა.

ისრაელმა ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია 27 სექტემბერს ბეირუთზე ავიაიერიშის დროს განახორციელა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, 3 ოქტომბერს ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს მეთაური ჰაშემ საფიედინი დაიღუპა, რომელიც ჯგუფის პოლიტიკურ საქმეებს ზედამხედველობდა და ნასრალას მემკვიდრედ მოიაზრებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება