ანდრეი ერმაკის მრჩეველი - მეორე სამშვიდობო სამიტი ნოემბერში არ გაიმართება

უკრაინის საკითხზე მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელიც ნოემბერში იყო დაგეგმილი, არ გაიმართება. მიუხედავად ამისა, მის ჩასატარებლად ნოემბრისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, დარია ზარივნაიამ უკრაინულ გამოცემა Telegraf-ს განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს თემატური კონფერენციები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულის ცალკეულ პუნქტებზე. ამ შეხვედრების შემდგომ მიღებული კომუნიკეს ძირითადი დებულებები კი მეორე სამიტის სამშვიდობო გეგმის საფუძველი გახდება.

ამასთან, დარია ზარივნაიას განმარტებით, ბოლო თემატური კონფერენცია 30-31 ოქტომბერს კანადაში გაიმართება და ჰუმანიტარულ საკითხებს, კერძოდ, სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო მძევლების გათავისუფლებას და უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მიეძღვნება. მეორე სამიტის ჩატარების თარიღის საკითხი კი თემატური კონფერენციების დასრულების შემდეგ გადაწყდება.

შეგახსენებთ, პირველ სამშვიდობო სამიტში, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა, 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მასზე რუსეთი არ იყო მიწვეული. ამის შემდეგ უკრაინამ დაიწყო მზადება მეორე სამშვიდობო სამიტისთვის, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს