ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, შესაძლოა, სატელეფონო საუბარი გაიმართოს

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, შესაძლოა, სატელეფონო საუბარი გაიმართოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Axios-ის ცნობით, სატელეფონო საუბრის თემა ირანის სარაკეტო იერიშზე ისრაელის პასუხი და თავდასხმის შესაძლო სამიზნე ობიექტები იქნება.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის სურს დარწმუნდეს, რომ ირანის მნიშვნელოვან ობიექტებზე ისრაელის შეტევა არაპროპორციული არ იქნება.

როგორც სააგენტო წერს, სატელეფონო საუბარი დღეს არის დაგეგმილი და ეს აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში გამართული პირველი საუბარი იქნება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება