გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს, ხუან მაჰიკესს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს, ხუან მაჰიკესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და IAP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას შორის არსებული ხანგრძლივი, ნაყოფიერი ურთიერთობის მნიშვნელობას.

ამ კუთხით, ხაზი გაესვა 2022 წელს, საქართველოს პროკურატურის მასპინძლობით ჩატარებულ, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას და 2017 წელს ჩატარებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ კონფერენციას. საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ ტიპის ერთობლივი ღონისძიებები საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს