შალვა პაპუაშვილი - სამარცხვინოა, რომ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა სამართლიანი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ

სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ქართველი ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ.

„იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით (საქმე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ) საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და რეზოლუციაც არის ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი.

მისი თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ აღიარონ და საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნან.

„მთლიანად ეს რეზოლუცია გამსჭვალულია ცრუ ნარატივების სულისკვეთებით. თავად ის, რომ მოხდა ინიცირება ამ რეზოლუციის, ეს არის ნაწილი იმ საარჩევნო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციისთვის გარედან ხორციელდება. ჩვენ ხომ ვაკვირდებით, რომ ოპოზიცია აქ თავად არც კი მუშაობს, თემებს ვერ ქმნიან, ერთადერთი რაც ხდება ყოველ დღე, არის ერთი ორი განცხადება თუ გამოხმაურება, რომელიც შემდგომ საარჩევნო დისკუსიის ნაწილი ხდება საქართველოში. ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და რეზოლუციაც არის ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ჩვენ ვნახეთ ვინ არიან ინიციატორები, ეს ხალხი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მფარველი. ესენი არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და, რა თქმა უნდა, მათგან რაიმე სიკეთეს ქართველი ხალხი არ მოელის. ერთ-ერთი რისკი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით, მათ შორის, განსაკუთრებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება მიგვანიშნებს ჩვენ ამაზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომ არის მზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომ არ აღიარონ არჩევნები თავად მათ და შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში, მათ შორის ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით და ეს განცხადებებიც ამისკენ მიგვანიშნებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ყველამ, მათ შორის, ევროპელებმა, კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება