ანა ნაცვლიშვილი - 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონისა“ [ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] და რუსული პოლიტიკის გამო გაჩერებულია. მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება, შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებში საზოგადოებამ ხმა ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უნდა მისცეს.

„გუშინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის ორგანოს - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონისა“ [ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] და რუსული პოლიტიკის გამო გაჩერებულია. მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა.

საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო. ამასთან შეგუება დაუშვებელია. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, 17 დღეში გენიჭებათ ძალა უთხრათ არა მატყუარა, კორუმპირებულ, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და კი უთხრათ - ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

ჩვენ, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები - საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „ლელო“, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ ქართველი ხალხის ნებით და დავალებით, 26 ოქტომბრის შემდეგ გადავდგათ ძლიერი და რეალური ნაბიჯები, იმისათვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და უსწრაფესად გავიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს