არჩილ გორდულაძე - ყველაფერი, რაც მითითებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებაა და მეტი არაფერი

თუ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებს გავიმეორებთ, ეს რეზოლუცია სხვა არაფერია თუ არა აღმაშფოთებელი, ამაზრზენი - ყველაფერი, რაც მითითებულია რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების’ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს.

მისი თქმით, „კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა თანასწორობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.

„ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელს თუ დავესესხებით და მის სიტყვებს გავიმეორებთ, ეს რეზოლუცია სხვა არაფერია თუ არა აღმაშფოთებელი, ამაზრზენი. ყველაფერი, რაც მითითებულია რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯებაა და მეტი არაფერი. მათ შორის, ყველაზე ამაზრზენი ამ ყველაფერში ის არის, რომ მოთხოვნილი არის ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამ ადამიანებმა წაიკითხონ მაინც, ნახონ მაინც სტრასბურგის გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილმა მწამებელი სისტემა შექმნა. როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, აღმაშფოთებელია ქართველი ხალხისთვის.

ამასთანავე, ახლა გაჩნდა პირველად ოფიციალურ დოკუმენტში ჩანაწერი რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რას გულისხმობს სანქციების დაწესება რუსეთისთვის. ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლას, ფინანსური ეკონომიკური პრობლემების შექმნას თითოეული ადამიანისთვის. როდესაც ამ ყველაფერს ითხოვენ ასე დაჟინებით, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც. დოკუმენტში არის მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებითაც. უფრო კონკრეტულად, რეზოლუციის პროექტის თანახმად, [ევროპარლამენტი] ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო