ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.

სკოლაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ადგილობრივ მასწავლებლებთან გაიმართა.

ალექსანდრე წულაძემ მათთან ერთად სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა და პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები 7 მასწავლებელს გადასცა.

„სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს.

შენობა, რომელიც 250-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. ამასთან, შენობა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 3 მილიონ ლარამდე შეადგინა.

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს