„ალდაგის“ მხარდაჭერით ,,პორშე ცენტრი თბილისმა“ სრულად ელექტრო Porsche Macan წარადგინა

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, პორშე ცენტრი თბილისმა სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, Porsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-ი წარადგინა. პრეზენტაცია ძველი ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „პრიმო“ „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი „ალდაგში“ და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება, კონსიერჟის მომსახურება.

„პორშე ცენტრი თბილისის ღონისძიებები ჩვენთვის, ყოველთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანია. ალდაგსა და პორშეს ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. დღეს, წარმოდგენილი ვართ, „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის - „პრიმოს“ სახელით. პრიმო ეს არის უნიკალური სადაზღვევო გამცდილება, რომელიც ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს სერვისით, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს, რომელიც არაერთ სპეციალურ შეთავაზებას და განსხვავებულ პირობას მოიცავს. მათ შორისაა, პერსონალური მენეჯერი, კონსიერჟ სერვისი და სხვა,“- ქეთევან მაღალაშვილი, „ალდაგის“ მარკეტინგის დირექტორი;

მათივე ინფორმაციით, ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის უახლესი მოდელის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო. თანამედროვე და კლასიკური Macan-ი, Porsche-ს 2024 წლის მთავარი სიახლეა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება