კახა კალაძე - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან შეიკრიბება - წინა არჩევნებზე შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომეა - ბოროტმოქმედები და მოღალატეები არიან, პრინციპები და ხედვა არ გააჩნიათ

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან შეიკრიბება. წინა არჩევნებზე შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომეა - ბოროტმოქმედები და მოღალატეები არიან, პრინციპები და ხედვა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.

როგორც კალაძემ განმარტა, ოპოზიციას საკუთარი პრინციპები და ხედვა არ გააჩნია.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან შეიკრიბება. წინა არჩევნებზე შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომეა. ზეგ ვიღაც იქნება და ასე შემდეგ, ერთ წრეზე ტრიალებენ ერთი და იგივე ადამიანები. ვიცით, ესენი ვინ არიან, საიდან მოდიან, რა არის მათი მსოფლმხედველობა, როგორ ავალებენ... ბოროტმოქმედები და მოღალატეები არიან, საკუთარი პრინციპები და ხედვა არ გააჩნიათ. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა შესაბამის ადგილს მიუჩენს 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება. დღეს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები მივლენ.

ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“, და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვდნენ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ "ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს