მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. კურსის გამოშვების ცერემონიის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური ოპერაციების ბაზის პოლიგონზე საჩვენებელი სროლები განახორციელეს. მათ სხვადასხვა დისტანციიდან სნაიპერული შაშხანებით სროლები შეასრულეს.

ორკვირიანი კურსის ფარგლებში, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სპეციალისტებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს და სნაიპერისათვის საჭირო უნარები განივითარეს. საერთაშორისო სნაიპერთა სკოლის საპილოტე კურსი მიზნად ისახავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციების დაინტერესებას. აღნიშნული კურსი ქართულ მხარეს ნატოსთან თავსებადობის დონის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში